2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გამოვავლინოთ მე-7 კლასში ყველაზე სწრაფად მოაზროვნე მოსწავლე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს დასმულ შეკითხვებზე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო მათემატიკურ კითხვებს, რაც აზროვნებასთან არის დაკავშირებული. მოძიებულ მასალას შეაგროვებენ, ერთმანეთს კითხვებს არ გაუზიარებენ, ისე გადასცემენ მასწავლებელს. მასწავლებელი რიგ-რიგობით გამოიძახებს თითოეულ ბავშვს და დაუსმევს ამ შეკითხვებს, მისი სწავლის შესაძლებლობის მიხედვით.დრო იქნება განსაზღვრული, მაგალითად 3 წუთი, და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ამ დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს მოაგროვებს. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები: პირველ ადგილზე გასულს მწვანე, მეორე ადგილზე გასულს ლურჯი, მესამე ადგილზე გასულს ყვითელი.
4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიებით ინტერნეტში ან წიგნის საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ მეტ ცოდნას და მიხვდებიან, რომ წარმატებისთვის ცოდნასთან ერთად სისწრაფეც საჭიროა.
5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
6.ვადები, ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაიმართება დისკუსიები მოძიებულ მასალაზე. გაიგებენ ისეთ ინფირმაციებს, რაც შეიძლება გაკვეთილზე ვერ ისწავლონ. მიეჩვევიან შეკითხვებზე სწორი და სწრაფი პასუხების გაცემას.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, წიგნი, რვეული, კალამი,სიგელები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): სამი ან ოთხი გაკვეთილი.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკასთან, კითვები, რომლებიც მათემატიკასთან და ფიზიკასთანაა კავშირში. ქართულთან კავშირი: ლოგიკური კითხვები.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ პაპოვი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kokoroani7@gmail.com.
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamarpapovi.blogpost.com.
No comments:
Post a Comment